• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    3
    ოქტომბერი
    დუშეთის მუნიციპალიტეტი შეუერთდა „თბილისობის“ დღესასწაულს

    🎉🥳1-2 ოქტომბერს „თბილისობის“ დღესასწაულზე გიორგი ჩიტაიას სახელობის თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში მასშტაბური და მრავალფეროვანი ღონისძიებები გაიმართა, სადაც საკუთარი შემოქმედებით წარმოდგენილი იყო ილია ზაქაიძის სახელობის დუშეთის კულტურის სახლთან არსებული ანსამბლი "ქალილო", ხოლო ადგილობრივმა მეწარმეებმა ტრადიციული ნაწარმი შესთავაზეს მუზეუმში მოსულ სტუმრებს.

    ➡️თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში გამართულ ღონისძიებას კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი და მისი მოადგილე სოსო ბაღათურია დაესწრნენ.

    ▶️ღონისძიებაზე, ასევე, იმყოფებოდნენ მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე, მოადგილე გოჩა ქავთარაძე, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის უფროსი ქეთო წიკლაური და ა(ა)იპ დუშეთის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის ხელმძღვანელი ჯემალ დამაცალაშვილი.

    🎉დუშეთის მუნიციპალიტეტმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონისთვის სპეციალურად მოწყობილ კუთხეში ეთნოგრაფიული პერფორმანსი, მრავალფეროვანი გამოფენა, ფოლკლორი და დამბალხაჭოს კუთხე წარადგინა.