• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    6
    ოქტომბერი
    დუშეთის მუნიციპალიტეტი „თბილისობის“ დღესასწაულს შეუერთდა

    🎉🥳 5 ოქტომბერს „თბილისობის“ დღესასწაულზე გიორგი ჩიტაიას სახელობის თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში მასშტაბური და მრავალფეროვანი ღონისძიებები გაიმართა, სადაც საკუთარი შემოქმედებით წარმოდგენილი იყო ილია ზაქაიძის სახელობის დუშეთის კულტურის სახლთან არსებული ანსამბლი "ქალილო" და ანსამბლი „შადიანი“, ხოლო ადგილობრივმა მეწარმეებმა ტრადიციული ნაწარმი შესთავაზეს მუზეუმში მოსულ სტუმრებს.

    ➡️თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში გამართულ ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები - გიორგი ჩიფჩიური, გოჩა ქავთარაძე, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის უფროსი ქეთო წიკლაური და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

    ➡️თბილისობის დღესასწაულს ასევე ესწრებოდნენ კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელმძღვანელი პირები.

    🎉დუშეთის მუნიციპალიტეტმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონისთვის სპეციალურად მოწყობილ კუთხეში მუსიკალურ ნომრებთან ერთად ეთნოგრაფიული პერფორმანსი და მრავალფეროვანი გამოფენა წარადგინა.