• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    26
    ივნისი
    "დუშეთი-კოსმომ" მასტერ ლიგის შეხვედრაში თიანეთის გუნდი ანგარიშით 6-0 დაამარცხა

    დუშეთის ფეხბურთელთა სამოყვარულო გუნდმა "დუშეთი-კოსმომ" მასტერ ლიგის შეხვედრაში თიანეთის გუნდი ანგარიშით 6-0 დაამარცხა.

    მასტერლიგის ორგანიზატორების მიერ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ გიორგი ლაგაზაშვილი დასახელდა.

    აღნიშნულ მატჩს ადგილობრივ გულშემატკივრებთან ერთად ესწრებოდნენ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მაცაცო ნარიმანიძე ოჯახთან ერთად და საკრებულოს კულტურის, სპორტის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ასლამაზიშვილი.

    შეგახსენებთ, რომ დუშელი ახალგაზრდების ინიციატივით, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს მხარდაჭერით შექმნილი ფეხბურთელთა სამოყვარულო გუნდი „დუშეთი კოსმო“ მონაწილეობს მასტერ-ლიგა 3-ის ჩემპიონატში, რომელიც წლის ბოლოს დასრულდება.

    პროექტი მხარდაჭერილია თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ და მიზნად ისახავს ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას, ფეხბურთის პოპულარიზაციას და ამ ყველაფერში ახალგაზრდების ჩართულობას.