• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    5
    ივლისი
    ბაზალეთისა და მიმდებარე სოფლების სივრცითი მოწყობის გეგმის კონცეფციის შესახებ საჯარო განხილვა

    მიმდინარე წლის 27 ივნისს, შპს „თავისუფალმა ექსპერტებმა“ ქ. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიაში, ბაზალეთისა და მიმდებარე სოფლების სივრცითი მოწყობის გეგმის კონცეფციის შესახებ საჯარო განხილვა გამართა.

    შეხევდრას, #სივრცითი_და_ქალაქთმშენებლობითი_განვითრების__სააგენტოსა და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს წარმომადგენლები, მიწის მესაკუთრეები, დეველოპერები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

    პროექტის ხელმძღვანელმა ვახტანგ ჯოხაძემ დამსწრეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ბაზალეთისა და მიმდებარე სოფლების სივრცითი მოწყობის კონცეფციისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.

    საჯარო განხილვის მიზანს წარმოადგენს, რომ დაიტერესებულმა პირებმა შენიშვნები და მოსაზრებები წარმოადგინონ საჯარო განხილვის ჩატარებიდან სამუშაო დღის ვადაში, სსიპ - სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოში, შემდეგ მისამართზე:

    ქალაქი თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი No154 ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე: sajaro.gankhilvebi@suda.gov.ge; ასევე, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია-ში, მისამართი: ქ. დუშეთი, რუსთაველის ქ. N27.