• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    29
    მარტი
    ახლადარჩეული ახალგაზრდული საბჭოს წევრებთან პირველი შეხვედრა გაიმართა

    დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიაში, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის ორგანიზებითა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონული ჰაბის მხარდაჭერით, ახლადარჩეული ახალგაზრდული საბჭოს

    წევრებთან პირველი შეხვედრა გაიმართა.

    ახალგაზრდული საბჭოს პირველ სხდომას დაესწრო დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მაცაცო ნარიმანიძე და საბჭოს წევრებს წარმატებები უსურვა.

    "ყოველთვის ვიქნები ახალგაზრდული ინიციატივების მხარდამჭერი და შესაძლებლობების ფარგლებში ვეცდები დავძლიო არსებული გამოწვევები ამ მიმართულებით" - განაცხადა მაცაცო ნარიმანიძემ.

    აღნიშნული შეხვედრის მიზანს საბჭოს სტრუქტურისა და მუშაობის წესის განსაზღვრა წარმოადგენდა. ფარული კენჭისყრით 1 წლის ვადით აირჩიეს ახალგაზრდული საბჭოს

    თავმჯდომარე, მოადგილე და თემატური ჯგუფის კოორდინატორები.

    ახალგაზრდული საბჭო იმუშავებს ყოველწლიური სამოქმედო გეგმის მიხედვით, რომელშიც განსაზღვრული იქნება განსახორციელებელი საქმიანობები, ვადები და მასზე

    პასუხისმგებელი საბჭოს წევრები.

    საბჭოს წევრები არიან ადგილობრივი ახალგაზრდები, რომლებიც მოხალისეობრივად შეასრულებენ თავიანთ საქმიანობას. საბჭოს აქვს დებულება, რომლითაც

    განსაზღვრულია საბჭოს მუშაობის წესი.

    ახალგაზრდული საბჭო უზრუნველყოფს ახალგაზრდების მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების მხრივ და გადაწყვეტილების მიღების პროცესში.