• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    5
    ივნისი
    ა(ა)იპ დუშეთის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრმა ქ. დუშეთის კულტურის სახლისთვის 288 490 ლარის ღირებულების სასცენო აპარატურა შეიძინა

    ა(ა)იპ დუშეთის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრმა ქ. დუშეთის კულტურის სახლისთვის 288 490 ლარის ღირებულების სასცენო აპარატურა - განათებითა და საჭირო მოწყობილობებით შეიძინა. მათ შორისაა: თეატრალური განათება, კვამლის, ნისლის, თოვლის აპარატები, განათების სამართავი პულტი, აიპადი, სცენის აქტიური მონიტორი, აუდიო გამაძლიერებელი, ხმის დამუშავების ციფრული პროცესორი, დინამიური, უსადენო ხელის, უსადენო მინი და თავზე დასამაგრებელი მიკროფონები და ყველა ის აქსესუარი, რაც საჭიროა სცენისთვისა და თეატრისთვის.

    „აღსანიშნავია, რომ რამდენიმე ათეული წელია, დუშეთის კულტურის სახლი მსგავსი აპარატურით არ აღჭურვილა. სრულად გამოიცვალა სცენის მოძველებური კონსტრუქცია. ამჟამად მიმდინარეობს მონტაჟი. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ კულტურის განვითარებასა და პოპულარიზაციას.“- აღნიშნა ა(ა)იპ კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის დირექტორმა ჯემალ დამაცალაშვილმა.