• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    15
    იანვარი
    შეხვედრა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში
    შესახებ პირადად მიაწოდეს ინფორმაცია. აღნიშნეს რომ, მნიშვნელოვანია სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში თითოეული დასახლებისთვის გამოყოფილი თანხა მიზნობრივად დაიხარჯოს და პირველი რიგის აუცილებელ სოციალურ-ეკონომიკურ საჭიროებებს მოხმარდეს. მხარის რწმუნებულმა და დუშთის მუნიციპალიტეტის მერმა ადგილობრივებთან ერთად იმსჯელეს არსებულ პრობლემებზე. დაბა ჟინვალის მოსახლეობა აქტიურად ჩაერთო პროექტში. შეხვედრაზე გამოიკვეთა შემდეგი პრიორიტეტები:

    სკოლამდელი აღზრდის ცენტრის ეზოს კეთილმოწყობა.

    ამბულატორიის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა.

    საფეხმავლო ბილიკისა და ხიდის კეთილმოწყობა.

    საცხოვრებელი კორპუსების ეზოებში საბავშვო ატრაქციონების მოწყობა.

    საზოგადოებრივი საპირფარეშოს მოწყობა.

    შეგახსენებთ რომ, პროგრამის მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოსახლეობის ჩართულობის გაძლიერება და ადგილობრივი მნიშვნელობის პრობლემების გადაწყვეტა უშუალოდ მოსახლეობის მიერ დასახული პრიორიტეტების შესაბამისად.