18
მარტი
მარტი
სამუშაო შეხვედრა COVID 19-ის საპრევენციო ჯგუფთან და მოხალისეებთან
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან ზურაბ სეხნიაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლებთან ერთად, მათ შეხვედრა გამართეს მუნიციპალიტეტის მასშტაბით შექმნილ მოხალისეთა ჯგუფთან და მერის წარმომადგენლებთან.
შეხვედრაზე განხილულ იქნა ჩOVID 19-ის გავრცელების საწინააღმდეგოდ უკვე განხორციელებული ღონისძიებები და სამომავლო ნაბიჯები, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულებას უკავშირდება.
შეხვედრის მონაწილეებს განემარტათ საკუთარი ფუნქციები და მიეცათ შესაბამისი სამოქმედო ინსტრუქციები.
მოხალისეები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში განაწილდებიან და მოსახლეობას, მათივე ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, რეკომენდაციებს გაუწევენ. ასევე, შესაბამის დახმარებას აღმოუჩენენ ხანდაზმულებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს და საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულ მოქალაქეებს.
მერის წარმომადგენლები და საკრებულოს დეპუტატები საკუთარ ადმინისტრაციულ ერთეულებში, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი უწყებათაშორისი საბჭოსა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესრულებას მონიტორინგს გაუწევენ.
მოხალისეებისა და თვითმმართველობის წარმომადგენლების გადამზადება უკვე დაიწყო, ხოლო შესაბამის კონსულტაციებს მათ მცხეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლები უწევენ.