• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    4
    დეკემბერი
    პროექტი - „ეფექტიანობის და განვითარების ქსელი“
    საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (NALAG), პროექტის - "ეფექტიანობის და განვითარების ქსელი" (N4ED) - ფარგლებში, საუკეთესო პრაქტიკის კონკურსი გამოაცხადა, სადაც დუშეთის მუნიციპალიტეტიც იღებს მონაწილეობას.

    2017-2018 საკონკურსო წლისთვის 3 თემა შეირჩა - გენდერული თანასწორობა, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დაგეგმვა, მოქალაქეთა ჩართულობა.

    დუშეთის მუნიციპალიტეტმა წარადგინა 2017 წელს განხორციელებული პროექტი "გახდი გადაწყვეტილების მიმღები ადგილობრივ თვითმმართველობის განხორციელების პროცესში".

    წარმატებული, გამჭვირვალე, ადეკვატური, გაზიარებადი, მდგრადი - ეს ის კრიტერიუმებია, რომლებითაც სპეციალურად შექმნილი წარმომადგენლობითი კომისია, საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის 2018 წლის კონკურსში მონაწილე მუნიციპალიტეტების პროექტებს შეაფასებს.
    კონკურსის გამარჯვებული მიმდინარე წლის 19 დეკემბერს გამოვლინდება.

    19 დეკემბერსვე გაიმართება საუკეთესო პრაქტიკისადმი მიძღვნილი სპეციალური კონფერენცია სლოგანით - "კარგი მაგალითი გადამდებია". კონფერენციის დასასრულს დაგეგმილია საზეიმო დაჯილდოების ცერემონია.
    შედეგად, საუკეთესოდ აღიარებული პრაქტიკა (გამოწვევა, გადაჭრის გზა, განხორციელების ეტაპები და შედეგი) დაჯილდოვდება, გახდება ხილვადი და ხელმისაწვდომი საზოგადოებისთვის ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე.

    პროექტი "ეფექტიანობის და განვითარების ქსელი" (N4ED) არის ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ინიციატივა, რომელსაც ახორციელებს საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (ათეა), კვლევით ცენტრ - PMჩ (საქართველო)-სთან და ლატვიის ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ასოციაციასთან (LALღG) თანამშრომლობით.

    N4ED-ს მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს მუნიციპალიტეტებში ინკლუზიური მმართველობის და მონაწილეობითი დაგეგმარების დამკვიდრებას, საქმიანობის შეფასებისა და მონიტორინგის სისტემის დანერგვას, ადგილობრივ თვითმმართველობათა შორის თანამშრომლობისა და კარგი პრაქტიკის გაზიარების ქსელის შექმნას. პროექტი იმუშავებს საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში.