• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    3
    მაისი
    კობიაანთ დასახლებასთან დამაკავშირებელი ახალი ხიდის გახსნა


    ხიდი 2018 წლის ივნისის ძლიერი წვიმების შედეგად დუშეთის ხევზე მოვარდნილმა ღვარცოფმა დააზიანა და ამის გამო 2019 წლის აპრილამდე ადგილობრივ მოსახლეობას შეზღუდული ჰქონდა გადაადგილება.

    სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებისათვის, საქართველოს მთავრობის 2018 წლის 17 აგვისტოს N1622 განკარგულებით გამოიყო შესაბამისი თანხა, რომლის ფარგლებშიც აშენდა 15 მ სიგრძის და 9.2 მ სიგანის ხიდი.

    ხიდზე მოეწყო ტროტუარები, მანქანის სავალი ნაწილი, ხიდის შესასვლელთან - მონოლითური რკინაბეტონის საყრდენი კედლები და დამცავი გაბიონები, ხოლო ხევის კალაპოტში - რკინაბეტონის ფილები და წყალმომცილებელი დამბები.
    შპს "ზიმო"-ს მიერ შესრულებული პროექტის ღირებულება 472 515 ლარს შეადგენს.