• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    26
    ნოემბერი
    დუშეთში რეაბილიტირებული ცენტრალური პარკი გაიხსნა
    და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა შალვა კერესელიძემ, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის გაერთიანებული ოლქის დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად რეაბილიტირებული ცენტრალური პარკი გახსნეს.

    პროექტი მსოფლიო ბანკმა დააფინანსა და სამუშაოებს 2 მილიონ 700 ათას ლარზე მეტი მოხმარდა.

    პროექტის ფარგლებში, დუშეთის პარკში მოეწყო შადრევანი, სანიაღვრეები და საკანალიზაციო სისტემა, გაკეთდა პატარ-პატარა სკვერები და ბილიკები, გამაგრდა საყრდენი კედლები, მოპირკეთდა პარკში მდებარე წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია. ჩატარდა პარკის გამწვანების სამუშაოები.

    აღსანიშნავია რომ, მომავალ წელს დაიწყება დუშეთის ისტორიული ქუჩების ურბანული განახლების სამუშაოები. პროექტი ითვალისწინებს დუშეთის ცენტრალური ნაწილის - რუსთაველის, ერეკლე II-ს, ჭავჭავაძის, კოსტავას, წმ. ნინოს და შამანაურის ქუჩების, ცენტრალური პარკის მიმდებარე მონაკვეთების რეაბილიტაციას. ამავე ქუჩებზე გათვალისწინებულია გზის საფარის, ტროტუარებისა და გარე განათების მოწყობა.

    პროექტით, ასევე, განსაზღვრულია შედარებით მოშორებით მდებარე ორი განსაკუთრებული ღირებულების მქონე სახლის - ილია ჭავჭავაძისა და ე.წ. "აპრელოვის" სახლების რეაბილიტაცია. საერთო ჯამში 40 სახლის რესტავრაცია განხორციელდება, რომელთაგან 24-ს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აქვს მინიჭებული. პროექტის მიზანია მათი პირვანდელი სახით აღდგენა და წარმოჩენა.

    დუშეთში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება ხელს შეუწყობს რეაბილიტირებული უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, რაც თავის მხრივ, გაზრდის ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების შესაძლებლობას.