• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    18
    ნოემბერი
    დასრულდა სოფელ ცხვედიეთის ელექტროფიკაცია
    სოფელს ელექტროენერგია 30 წლის განმავლობაში არ მიეწოდებოდა, ადგილობრივებს კი ურთულეს პირობებში უწევდათ ცხოვრება.

    მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციამ და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიამ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და "ენერგო-პრო ჯორჯია"-სთან ერთად აღნიშნულ საკითხზე მუშაობა მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში დაიწყო. რამოდენიმე დღის წინ კი დასრულდა სოფლის ელექტროფიკაცია და მოხდა მოსახლეობის ინდივიდუალური გამრიცხველიანება.

    ცხვედიეთის ელექტროფიკაცია ხელს შეუწყობს სოფლიდან წასული მოსახლეობის უკან დაბრუნებას.