• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    6
    მარტი
    ჩირდილელიანთკარსა და გრიგოლაანთკარში სასმელი წყლის სისტემა მოეწყო


    დასრულებული სამუშაოების მოსანახულებლად ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ჩირდილელიანთკარში იმყოფებოდნენ: რეგიონული პროექტების მართვის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი თოფურია, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე მანანა ნარიმანიძე, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი და მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიორგი თანიაშვილი.


    დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის თქმით, აღნიშნულ სოფლებს არასდროს ჰქონიათ წყალმომარაგების ცენტრალური სისტემა და მისი შექმნა წინასაარჩევნო დაპირება იყო, რაც წარმატებით შესრულდა. "მე მიხარია, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში სოფლის მოსახლეობის ყოფა ცოტათი მაინც გავაუმჯობესეთ, აქ განხორციელებული სამუშაოებით"- განაცხადა ზურაბ სეხნიაშვილმა.