მერიის სიახლეები
აპრილი
7 აპრილს ჯანმრთელობის მსოფლიო დღე აღინიშნება, რომლის წლევანდელი გზავნილიცაა "ჩვენი პლანეტა - ჩვენი ჯანმრთელობა".
აღნიშნულთან დაკავშირებით, ქ. დუშეთის N1 საჯარო სკოლის "მხარეთმცოდნეობის ჯგუფის" მოსწავლეებისა და მათი პედაგოგის მარინა კახიშვილის ინიციატივით, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ექიმ-თერაპევტმა გიორგი ასლამაზიშვილმა, მერიის საკონფერენციო დარბაზში, საგანმანათლებლო ლექცია წაიკითხა.
ლექციის თემა ეხებოდა ტოქსიკურ ნივთიერებებზე დამოკიდებულების პრობლემას ახალგაზრდებში და ამ პრობლემის გადაჭრის გზების გაცნობას, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია
ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია ჯანსაღი ფსიქიკისა და ენერგეტიკული აქტიურობის შესანარჩუნებლად,
ასევე, დამოკიდებული ადამიანებისათვის როგორც სამედიცინო, ისე ფსიქოლოგიური დახმარება.
შეხვედრას სკოლის მოსწავლეებთან, საზოგადოება "წითელი ჯვრის წარმომადგენლებთან" და მერიის თანამშრომლებთან ერთად, აგრეთვე, ესწრებოდა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გვანცა ესტატიშვილი, რომელმაც აქცენტი ტოქსიკურ ნივთიერებებზე დამოკიდებულებების პრევენციასა და მათ შესახებ ინფორმირებულობის ზრდაზე გააკეთა.
აღსანიშნავია, რომ ჯანმრთელობის საერთაშორისო დღის აღნიშვნა უკავშირდება 1948 წლის 7 აპრილს, როდესაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია დაარსდა, ხოლო მისი მიზანი მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლება და ჯანდაცვის პრობლემებზე საერთაშორისო ყურადღების გამახვილებაა