• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    7
    სექტემბერი
    ჭართლის სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა

    სსიპ ჭართლის საჯარო სკოლის რამდენიმე ეტაპიანი სარეაბილიტაციო სამუშაოები ახალი სასწავლო წლისათვის დასრულდა.

    დასრულებული სამუშაოები მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ბესიკ ბიჩნიგაურმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ კახაბერ ჩიტაურმა და მერის წარმომადგენელმა ჭართლის ადმინისტრაციულ ერთეულში ზურაბ ჩიტაურმა, სკოლის პედაგოგებთან ერთად ადგილზე მოინახულეს.

    პროექტის ფარგლებში მოხდა შენობის ცენტრალური გათბობის სისტემით აღჭურვა, მოეწყო თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სველი წერტილები, განახლდა არსებული სპორტული დარბაზი, ხოლო გარე სივრცეში ახალი მინი-სტადიონი მოეწყო ხელოვნური ბალახის საფარით.

    პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ჯამური ღირებულება 295 000 ლარს აღემატება.