დეკემბერი
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა მაცაცო ნარიმანიძემ, მოადგილეებთან და საკრებულოს თავმჯდომარე კახაბერ ჩიტაურთან ერთად, 2023 წლის შემაჯამებელი სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე შეფასდა მერიის დაქვემდებარებაში არსებული სამსახურების, განყოფილებებისა და მუნიციპალური ა(ა)იპ-ების მიერ 2023 წელს გაწეული სამუშაო და დაიგეგმა შემდეგ წელში განსახორციელებელი საკითხები.
"მადლობას ვუხდი თითოეულ თანამშრომელს გაწეული შრომისათვის და იმედი მაქვს, თქვენი თავდადებული მუშაობა ყოველთვის სასიკეთო გავლენას იქონიებს მუნიციპალიტეტის მოსახლეობაზე. მრავალ შობა-ახალ წელს დაესწარით!" - განაცხადა მაცაცო ნარიმანიძემ.