მერიის სიახლეები
მარტი
დუშეთის კულტურის სახლის საგამოფენო დარბაზში ქალთა დღის კვირეულის ფარგლებში ჩეხეთის ცენტრის მიერ ორგანიზებული გამოფენა "ჩეხი ქალების პორტრეტები" გაიმართა.
ღონისძიებას დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მაცაცო ნარიმანიძე მოადგილეებთან და მერიის თანამშრომლებთან ერთად დაესწრო.
ცენტრის წარმომადგენლებმა ივანა ბურსიკოვამ და მიხაილა კრეიჩოვამ ისაუბრეს ქალებზე, რომელთაც ჩეხეთის რესპუბლიკის ისტორიაში კვალი დატოვეს და გავლენა იქონიეს.
მათი თქმით, გამოფენა დუშეთში 2 კვირის განმავლობაში ღია იქნება დუშეთის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეთათვის, რათა მათ ამ ბიოგრაფიებიდან მიიღონ ინსპირაცია და შემდეგ შექმნან გამოჩენილ ქართველ ქალთა პორტრეტები.