მაისი
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა მაცაცო ნარიმანიძემ და მერის მოადგილემ ოთარ ჩხეიძემ ჩეხეთის საელჩოს არაგვის პროგრამების მენეჯერთან ვოიტეჰ კუბეჩთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს აქტივობების შესახებ არაგვის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე, სადაც ახლა ტურისტული ბილიკების მარკირება მიმდინარეობს.
აღნიშნული აქტივობის მიზანია უსაფრთხო ტურიზმის განვითარება ადგილზე და ლანდშაფტის პოპულარობის დონის გაზრდა.
პროექტის ფარგლებში "არაგვის დაცული ლანდშაფტის მდგრადი მართვა", აგრეთვე, დაგეგმილია ტექნიკური აღჭურვილობის გადაცემა და ჩეხი ექსპერტების ჩართვა აღნიშნული მიმართულებით.
მხარეები შეხვედრის ბოლოს კოორდინირებულ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.