მაისი
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მაცაცო ნარიმანიძე დღეს სოფელ საშაბუროს საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და მათ პედაგოგებს, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად შეხვდა.
შეხვედრის ფარგლებში, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სკოლის მოსწავლეების ჩართულობით, სხვადასხვა აქტივობა დაიგეგმა. მათ შორის გარემოს დაცვის, კულტურული აქტივობებისა და შემეცნებით-საგანმანათლებლო მიმართულებით.
მაცაცო ნარიმანიძემ საუბრისას აღნიშნა, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის კარი მომავალი თაობისთვის ყოველთვის ღიაა და მათ ნებისმიერ ინიციატივაზე შეუძლიათ ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად მსჯელობა.