• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    20
    მაისი
    შეხვედრა ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლებთან

    ✅დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოსა და მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში მყოფი ა(ა)იპ-ების თანამშრომლებთან, ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

    ➡️პროექტის ფარგლებში „დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში", მცხეთა-მთიანეთის ბიუროს რეგიონულმა წარმომადგენელმა ყარამან ბერიძემ და სამხედრო ჟურნალისტთა ასოციაციის დამფუძნებელმა, სამხედრო-უსაფრთხოების საკითხების ექსპერტმა გიორგი ცხვიტავამ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან საქართველო-ნატოს თანამშრომლობის, არსებული გამოწვევებისა და სამომავლო პერსპექტივების თაობაზე ისაუბრეს.

    🔵შეხვედრას, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, თანამშრომლებთან ერთად ესწრებოდა დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მაცაცო ნარიმანიძე.

    🟦აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდას და აღნიშნულ პროცესში საქართველოს მოქალაქეების ჩართვას.