• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    23
    მარტი
    შეხვედრა არაგვის თემთა განვითარების ჯგუფისა“ და ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდ“-ის წარმომადგენლებთან

    დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა მაცაცო ნარიმანიძემ სამუშაო შეხვედრა გამართა ა(ა)იპ „არაგვის თემთა განვითარების ჯგუფისა“ (Aragvi LAG)  და ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდ“-ის წარმომადგენლებთან.

    შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ისაუბრეს, როგორც განხორციელებული საქმიანობის, ასევე სამომავლოდ დაგეგმილი ინიციატივების, ორგანიზაციებისა და დუშეთის მერიის თანამშრომლობის შესახებ.

    ამასთან, პრიორიტეტულ საკითხებს შორის განიხილეს ახალგაზრდობის საჭიროებების შესაბამისი ინციატივების შემუშავება და მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული პოლიტიკის მხარდაჭერა.

    აღსანიშნავია, რომ „არაგვის თემთა განვითარების ჯგუფში“ გაწევრიანება შეუძლია ნებისმიერ პირს ან ორგანიზაციას, რომელსაც სურს ჩაერთოს სამიზნე თემების განვითარების პროცესში.

    ორგანიზაციის საქმიანობა სრულად დამყარებულია მოხალისეობრივ პრინციპებზე.