• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    4
    მაისი
    შეხვედა კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის წარმომადგენლებთან

    ✔დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მაცაცო ნარიმანიძე კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის წარმომადგენლებს კახაბერ მდივანს, მედეა ინაშვილს და სოფიო გელაშვილს სამუშაო ჯგუფთან ერთად შეხვდა.

    ▶️შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს ევროკავშირის ინიციატივის - მერების შეთანხმების ფარგლებში გაფორმებული მემორანდუმით გათვალისწინებული დუშეთის მუნიპალიტეტის მხარდაჭერის საკითხები და პროექტის განვითარების შესაძლებლობები.

    ⭕მაცაცო ნარიმანიძემ შეხვედრისას ხაზი გაუსვა მუნიციპალიტეტისთვის მსგავს ინიციატივებში მონაწილეობის მოსალოდნელ დადებით ეფექტს სხადასხვა მიმართულებით, მათ შორის სტიქიური მოვლენების წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებებისას.

    ✅ცნობისათვის, 2022 წლის 30 მარტს, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიასა და კავკასიის რეგიონულ გარემოსდაცვით ცენტრს შორის ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც ენერგოეფექტურობის საკითხზე მერიის სამუშაო ჯგუფის ტექნიკურ მხარდაჭერას და მათი ცოდნის გაღრმავებას ითვალისწინებს კლიმატური ცვლილებების თაობაზე.