• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    5
    აპრილი
    ქართულ-ჰოლანდიურმა მრავალპროფილურმა კლინიკამ უფასო სამედიცინო აქცია გამართა

    დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის მაცაცო ნარიმანიძის ხელშეწყობით, მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეებისთვის, ქართულ-ჰოლანდიურმა მრავალპროფილურმა კლინიკამ უფასო სამედიცინო აქცია გამართა.

    აქციის ფარგლებში მოსახლეობას საშუალება ჰქონდა ესარგებლა თერაპევტის, კარდიოლოგის, ნევროლოგის, ენდოკრინოლოგის, უროლოგის, ექოსკოპისტის, ოფთალმოლოგის, გინეკოლოგისა და ქირურგის კონსულტაციით.

    პაციენტებს ასევე ჩაუტარდათ ინსტრუმენტული, დიაგნოსტიკური, ლაბორატორიული და ექოსკოპიური კვლევები.

    აქციაში ქართულ-ჰოლანდიური მრავალპროფილური კლინიკისა და სამედიცინო ცენტრ „ვივამედის“ ექიმები იღებდნენ მონაწილეობას.

    აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის აქციები მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის პერმანენტულად იმართება.