• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    9
    მარტი
    ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ადგილობრივი ანსამბლების - “ქალილოს“, „დუშეთის ბენდისა“ და გორელიშვილების ოჯახის მონაწილეობით, კონცერტი გაიმართა

    ილია ზაქაიძის სახელობის დუშეთის კულტურის სახლში, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ადგილობრივი ანსამბლების - “ქალილოს“, „დუშეთის ბენდისა“ და გორელიშვილების ოჯახის მონაწილეობით, კონცერტი გაიმართა. ასევე, მაყურებლის წინაშე წარსდგა დუშეთის სახალხო თეატრის დასი და მოეწყო მხატვარი ქალბატონების ავტორობით ფერწერული ნამუშევრების გამოფენა.

    საღამოს, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, ესწრებოდნენ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მაცაცო ნარიმანიძე, კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის ხელმძღვანელი ჯემალ დამაცალაშვილი და განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი ქეთო წიკლაური.

    ღონისძიების დასასრულს, ქალბატონებს სიმბოლური საჩუქრები - თაიგულები გადაეცათ.

    დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა მაცაცო ნარიმანიძემ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან გვანცა ესტატიშვილთან და მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებთან ერთად, 8 მარტი - ქალთა საერთაშორისო დღე ასევე პირადად მიულოცა სამედიცინო სფეროსა და პოლიციაში მომუშავე ქალბატონებს, მათ მადლობა გადაუხადა თავდაუზოგავი შრომისთვის და ჯანმრთელობა, ბედნიერება და წარმატება უსურვა.