• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    23
    დეკემბერი
    უკვე მესამედ, ტრადიციულად, წელსაც დუშეთმა, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, საახალწლო ღონისძიებას უმასპინძლა

    🎄💫უკვე მესამედ, ტრადიციულად, წელსაც დუშეთმა, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, საახალწლო ღონისძიებას უმასპინძლა.

    🎅🥳ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მისული სტუმრებისათვის, 14:00 საათიდან 20:00 საათამდე, მრავალფეროვანი, ყველა ასაკზე გათვლილი აქტივობა იყო წარმოდგენილი. მათ შორის მოეწყო საშობაო ბაზრობები, გამოფენა-გაყიდვები, საბავშვო გასართობი სივრცეები; გაიმართა ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი, კოსტიუმირებული ორკესტრისა და ზღაპრის გმირთა მსვლელობა; ტერიტორიაზე განთავსდა ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები, ხოლო პატარებს თოვლის პაპა ტკბილეულსა და საჩუქრებს გადასცემდა. 18:00 საათიდან კი შეკრებილი საზოგადოების განწყობაზე ანსამბლმა "შვიდკაცამ" და ჯგუფმა "მგზავრებმა" იზრუნეს.

    🎄💫ასევე, ღონისძიების ფარგლებში, დღის ბოლოს საზეიმოდ აინთო დუშეთის მთავარი, ახალი ნაძვის ხე და ილუმინაციები, რომელთა ნაწილი ქალაქს, მთავრობის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, საჩუქრად გადაეცა.

    საღამო საზეიმო ფოიერვერკით დასრულდა.

    🚌 ღონისძიებაზე დასწრების მსურველებს მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციული ერთეულიდან უფასო ტრანსპორტი ემსახურებოდა.

    🌟⭐საახალწლო ღონისძიებები, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ასევე გაიმართება 25 დეკემბერს - თიანეთში, 3 იანვარს - ყაზბეგში, ხოლო 7 იანვარს - მცხეთაში.

    🔖ღონისძიებების პროგრამის დეტალურად ნახვა შესაძლებელია ბმულზე: https://m.facebook.com/story.php?story_fbid=pfbid0bmQP9yUbZa6SiE8XqFJTJtWqV8TJJgxA2Qd5e8uJsA3AiL6bX7of5FbfFnQqbtaFl&id=100064782996486&mibextid=Nif5oz

    🌲 ერთად აღვნიშნოთ ახალი წლის დღეები საქართველოში

    #ახალიწლისდღეები2024