• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    8
    მაისი
    სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები მუნიციპალიტეტში აქტიურად გრძელდება

    ⭕დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მაცაცო ნარიმანიძე, პირველ მოადგილესთან ვასილ წიკლაურთან, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან გივი ზურაბაშვილთან და მერის წარმომადგენელთან დავით მელიქიშვილთან ერთად, ფასანაურის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული სიტუაციის გასაცნობად სტიქიის ზონებში იმყოფებოდა.

    ✅მაცაცო ნარიმანიძის თქმით, სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები მუნიციპალიტეტში აქტიურად გრძელდება.

    ▶️გადაუღებელმა წვიმამ ხანდოს ხეობამდე მისასვლელი გზები დააზიანა და ამ ეტაპზე ადგილზე შესაბამისი ტექნიკა და უწყებები არიან მობილიზებული.

    ✔მაცაცო ნარიმანიძემ, აგრეთვე, დაათვალიერა სოფელ ჩაბარუხამდე მისასვლელი გზის მონაკვეთიც, სადაც ამ ეტაპზე მძიმე ტექნიკა მუშაობს.

    ⭕რაც შეეხება უკანაფშავის ადმინისტრაციულ ერთეულს, აქ ჩამოშლილი მეწყრისგან უკვე სრულად გაიწმინდა შუაფხო-უკანაფშავის საავტომობილო გზის მონაკვეთი და ყველა ტიპის ტრანსპორტით გადაადგილება შესაძლებელია.

    ✔გაწმენდითი სამუშაოები სრულდება გუდამაყრის ადმინისტრაციულ ერთეულშიც, ხოლო ხვალიდან დაიწყება ბარისახოს ადმინისტრაციულ ერთეულში წინხადუ-ზეისტეჩო-ატაბეს გზის მონაკვეთის გაწმენდა.