• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    1
    მაისი
    სტიქია დუშეთის მუნიციპალიტეტში

    მესამე დღეა დუშეთის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს 

    ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი უწყება ტექნიკური და ადამიანური რესურსით. 

    ღვარცოფისა და გამონატანებისგან გზების გასაწმენდად მუშაობს მუნიციპალური და შპს "არალის" მძიმე ტექნიკა. 

    მიუხედავად ძლიერი წვიმისა, მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახური აქტიურად არის ჩართული გზებისა და სანიაღვრეების გაწმენდით სამუშაოებში. 

    მიმდინარე სამუშაოებს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მაცაცო ნარიმანიძე, მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე გიორგი ჩიფჩიური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები პირადად უწევენ მონიტორინგს და ადგილობრივების დასახმარებლად ყველა ღონეს ხმარობენ. 

    „ოშპიტელი-გუდამაყრის საავტომობილო გზის მონაკვეთზე, უხვი ნალექის გამო, კლდოვანი ფერდობი ჩამოიშალა, შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა და უკვე დაწყებულია გზის სავალი ნაწილის გაწმენდითი სამუშაოები,“ - აღნიშნა დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა მაცაცო ნარიმანიძემ.