• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    6
    აპრილი
    სპორტის საერთაშორისო დღე

    ⚽️6 აპრილს, დუშეთის მუნიციპალიტეტში ა(ა)იპ "დუშეთის სასპორტო გაერთიანების" ორგანიზებით, სპორტის საერთაშორისო დღე აღინიშნა.

    🥋ქალაქ დუშეთში არსებულ სპორტულ მოედნებზე სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის ბავშვების მონაწილეობით სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებები მოეწყო, რომლებსაც დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

    🏆ფეხბურთის, ჭიდაობისა და ფრენბურთის შეჯიბრებების მონაწილე სპორტსმენებს სამახსოვრო დიპლომები გადასცეს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ვასილ წიკლაურმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებმა კახაბერ ჩიტაურმა და გვანცა ესტატიშვილმა, საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ასლამაზიშვილმა და ა(ა)იპ "დუშეთის სასპორტო გაერთიანების" დირექტორმა ლევან შერმადინმა.

    🚩აღსანიშნავია, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული დადგენილებით, სპორტის საერთაშორისო დღე მსოფლიოში 2014 წლიდან აღინიშნება და მისი მიზანი ადამიანთა გაერთიანებაა განვითარებისა და მშვიდობისთვის.