• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჭირო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    17
    მარტი
    სგშ-ის ანგარიშისა და სტრატეგიული დოკუმენტის საჯარო განხილვა - დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ჭოპორტისა და სოფ. ახატანის სივრცის დაგეგმარების გეგმის პროექტი

    სგშ-ის ანგარიშისა და სტრატეგიული დოკუმენტის საჯარო განხილვა - დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ჭოპორტისა და სოფ. ახატანის ადმინისტრაციული ერთეულების სოფლებისა და მათი მიმდებარე ტერიტორიების სივრცის დაგეგმარების გეგმის პროექტი

    სტრატეგიული დოკუმენტის დასახელება: სივრცის დაგეგმარების გეგმის პროექტი

    სტრატეგიული დოკუმენტის განმახორციელებელი: სსიპ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტო

    სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელების ადგილი: დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ჭოპორტისა და სოფელი ახატანის ადმინისტრაციული ერთეულების სოფლები და მათი მიმდებარე ტერიტორიები საჯარო განხილვის ორგანიზატორი: სსიპ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტო

    სტრატეგიული დოკუმენტისა და სგშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილი:  2025 წლის 29 აპრილი, 12:00 საათი, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობა (მის: ქ.დუშეთი, რუსთაველის ქუჩა №27)
    საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს. წარმოდგენილი სტრატეგიულ დოკუმენტის პროექტთან და სგშ-ის ანგარიშთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს და 2025 წლის 19 მაისის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150 ან ელფოსტაზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნების/მოსაზრებების ელფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს).

    დამატებით გაცნობებთ, რომ მოთხოვნის შემთხვევაში წარმოდგენილი დოკუმენტაციის ნაბეჭდი/მატერიალური ან ელექტრონული ვერსიის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი და დამგეგმავი ორგანო.

    სტრატეგიული დოკუმენტის შესახებ შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ
    ბმულზე: https://ei.gov.ge/ka/info/e77cc739-bdd6-498f-89c7-025dd1d24357 .