აპრილი
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში - „სამოყვარულო/ მუნიციპალური/ კერძო თეატრალური დასების საქმიანობის ხელშეწყობა“ - გამარჯვებულთა შორის არის იაკობ ტრიპოლსკის სახელობის დუშეთის სახალხო თეატრი.
26 საკონკურსო განაცხადიდან გაიმარჯვა ცხრა პროექტმა, რომელთა შორის არის იაკობ ტრიპოლსკის სახელობის დუშეთის სახალხო თეატრი სპექტაკლით „პასპორტი“- გუსტავ ოტის პიესის მიხედვით.
კონკურსის მიზანია საქართველოში მოქმედი სამოყვარულო თეატრალური დასების პოპულარიზაციის, სტაბილური შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობა. შემოქმედებით პროცესში სამოყვარულო დასების როლისა და მნიშვნელობის გაზრდა.