• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    13
    მარტი
    სასკოლო სპორტული ოლიმპიადა

    🏀️დუშეთის მერიის, საკრებულოსა და ა(ა)იპ დუშეთის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანების ხელშეწყობით, 11 მარტს ქ.დუშეთში მცხეთა-მთიანეთის სასკოლო სპორტული ოლიმპიადის რეგიონალური თამაში გაიმართა 3x3 კალათბურთში.

    🔷️ოლიმპიადაში მონაწილეობდნენ სოფ. საგურამოს, ქ. დუშეთის N1, დაბა თიანეთის N1, ახალგორის(წეროვნის N3) საჯარო სკოლის ვაჟთა გუნდები და სოფ.ძეგვის, სოფ.მჭადიჯვრისა და დაბა თიანეთის საჯარო სკოლების გოგონათა გუნდები.

    ▶️საპრიზო ადგილზე გავიდნენ:

    გოგონები:

    🏆I - ადგილი სოფ.ძეგვი

    🏆II- ადგილი დაბა თიანეთი

    🏆III-ადგილი სოფ მჭადიჯვარის საჯარო სკოლა.

    ვაჟები:

    🏆Iადგილი- სოფ.საგურამო

    🏆IIადგილი- დუშეთის N1 საჯარო სკოლა

    🏆IIIადგილი- ახალგორი(წეროვნის N3) საჯარო სკოლა.

    შეჯიბრს ესწრებოდნენ მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძე, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ჯონი ბერუაშვილი, საკრებულოს სოციალურ და კულტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ასლამაზიშვილი, საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის მცხეთა-მთიანეთის კოორდინატორი ელენე ზურაბიშვილი, მერიის განათლების,კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი ქეთო წიკლაური, ა(ა) იპ დუშეთის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანების დირექტორი ლევან შერმადინი და განათლების რესურსცენტრის ხელმძღვანელი დავით ოსეფაშვილი.

    🏅 საპრიზო ადგილზე გასულ სკოლებს თასები, მედლები და შესაბამისი სიგელები გადაეცათ .