მერიის სიახლეები
ივლისი
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა მაცაცო ნარიმანიძემ მოადგილეებთან და შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელებთან ერთად მუნიციპალიტეტში მიმდინარე და განსახორციელებელ პროექტების თაობაზე ყოველკვირეული სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებთან განხილულ იქნა ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც დუშეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში რეგიონული განვითარების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტიდან და ,,სოფლის პროგრამის“ ფარგლებში ფინანსდება.
მერმა ისაუბრა მშენებლობებზე არსებული პრობლემური საკითხების აღმოფხვრის საჭიროების თაობაზე და ხაზი გაუსვა პროექტების დროული დასრულების აუცილებლობას.