მერიის სიახლეები
თებერვალი
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა მაცაცო ნარიმანიძემ, მოადგილე ოთარ ჩხეიძესთან, მერიის შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელებთან და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს თითოეულ ადმინისტრაციულ ერთეულში 2025 წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები.
როგორც შეხვედრაზე მერმა აღნიშნა, დუშეთის მუნიციპალიტეტის დასახლებებისათვის
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხა მოსახლეობის მიერ შერჩეულ პრიორიტეტებზე დაიხარჯება. ადგილობრივებმა პროგრამით გათვალისწინებული თანხის გამოყენება ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემების მოსაგვარებლად გადაწყვიტეს.
მუნიციპალიტეტის მერმა მერის წარმომადგენლებს მოუწოდა კოორდინირებული და აქტიური მუშაობისკენ.