• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    13
    დეკემბერი
    სამუშაო შეხვედრა

    დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა მაცაცო ნარიმანიძემ და მერის მოადგილემ ოთარ ჩხეიძემ შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად 2023 წელს მიმდინარე პროექტების შესახებ მშენებლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.

    შეხვედრის დროს მხარეებმა განიხილეს ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც რეგიონული განვითარების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტიდან და ,,სოფლის პროგრამის“ ფარგლებში ფინანსდება.

    მაცაცო ნარიმანიძემ მშენებლობებზე არსებული პრობლემური საკითხების მოგვარებაზე და გადაჭრის გზებზე ისაუბრა და განსაკუთრებული აქცენტი პროექტების დროულად დასრულებაზე გააკეთა.