• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    27
    სექტემბერი
    სამუშაო შეხვედრა

    დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მაცაცო ნარიმანიძე მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულ კომპანიის „დისტანციური ზონდირებისა და გეოინფორმაციული სისტემების საკონსულტაციო ცენტრ გეოგრაფიკის“ წარმომადგენლებს შეხვდა.

    კომპანია "გეოგრაფიკის" ხელმძღვანელმა გიორგი გოცაძემ აღნიშნა, რომ ქალაქ დუშეთის გენერალური გეგმის კონცეფციის შემუშავებისათვის ჩატარდება მოსამზადებელი კვლევები, სადაც მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული ყველა არსებული რესურსი და ქალაქის განვითარებისთვის საჭირო მოთხოვნები.

    შეხვედრის ბოლოს მხარეები კოორდინირებული თანამშრომლობის ფორმატზე შეთანხმდნენ.

    შეხვედრას დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ოთარ ჩხეიძე და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

    ცნობისათვის, მოსახლეობასთან პირველი გაცნობითი ხასიათის შეხვედრა 29 სექტემბერს 13:00 საათზე შედგება.