აპრილი
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა მაცაცო ნარიმანიძემ, მოადგილეებთან - ვასილ წიკლაურთან და ოთარ ჩხეიძესთან ერთად, მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსთან დავით ოსეფაშვილთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მხარეებმა, სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, ახალი სკოლების მშენებლობისა და არსებული სკოლების რეაბილიტაციის საკითხი განიხილეს.
მაცაცო ნარიმანიძემ საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება ჯანსაღი და უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს შექმნის მნიშვნელობაზე გაამახვილა და აღნიშნა რომ, განათლება ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.
შეხვედრის დასასრულს მხარეები მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.