• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    23
    თებერვალი
    სამუშაო შეხვედრა მიმდიანრე და განსახორციელებელ პროექტების თაობაზე

    დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა მანანა (მაცაცო) ნარიმანიძემ მოადგილეებთან ვასილ წიკლაურთან და ოთარ ჩხეიძესთან ერთად მუნიციპალიტეტში 2022 წელს მიმდინარე და განსახორციელებელ პროექტების თაობაზე სამუშაო შეხვედრა გამართა მშენებლებთან და პროექტანტებთან, რომელსაც თავად ონლაინ-ფორმატში ესწრებოდა.

    განხილულ იქნა მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც დუშეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში რეგიონული განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. მანანა ნარიმანიძემ მშენებლებთან და პროექტანტებთან ერთად ისაუბრა მშენებლობებზე არსებული პრობლემური საკითხების აღმოფხვრაზე და გადაჭრის გზებზე.

    შეხვედრას აგრეთვე ესწრებოდნენ შპს ,,მშენ-ექსპერტის“, მერიის ზედამხედველობის, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქრურის, შესყიდვების და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელები. ამ ტიპის შეხვედრები ტრადიციულად ყოველ კვირეულად იმართება და მიზნად ისახავს დაგეგმილი სამუშაოების დეტალურ განხილვას, მათ დროულ და ხარისხიანად შესრულებას.

    შეგახსენებთ, რომ კოვიდ-19 ვირუსის დადასტურების გამო მანანა (მაცაცო) ნარიმანიძე თვითიზოლაციაშია გადასული და მუშაობას დისტანციურად განაგრძობს.