• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    24
    მარტი
    ნოდარ ოდიშელიძის ლექსების კრებულის ,,იმედის ციხე" პრეზენტაცია

    ✅️ ილია ზაქაიძის სახელობის დუშეთის კულტურის სახლში ნოდარ ოდიშელიძის ლექსების კრებულის ,,იმედის ციხე" პრეზენტაცია გაიმართა, სადაც ავტორმა მკითხველებს საკუთარი შემოქმედება წარუდგინა.

    🔷️ ღონისძიებაზე ავტორის შემოქმედების შესახებ ისაუბრეს პოეტმა ტარიელ ხარხელაურმა, ფშაური ლექსის და კაფიის მთქმელმა ცოტნე ალბუთაშვილმა, მელექსე ზაურ წოწკოლაურმა, ფილოლოგმა ბაბუა ალუდაურმა და ნიკო ნიკოლაძის საზოგადოების თავმჯდომარემ გიორგი ფარეშიშვილმა.

    ➡️ პრეზენტაციას ადგილობრივ საზოგადოებასთან ერთად დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს თანამშრომლები ესწრებოდნენ.

    ✅️ ცნობისათვის, ადგილობრივ პოეტს საქართველოს ფოლკლორის ეროვნულ ფესტივალზე 2022 წელს ხალხური ზეპირსიტყვიერების ნომინაციაში სპეციალური ჯილდოც გადაეცა.