• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    31
    მარტი
    მუნიციპალიტეტში დამისამართების პროცესი იწყება

    დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ერთობლივი ინიციატივით, მუნიციპალიტეტში დამისამართების პროცესი იწყება.

    აღნიშნულის თაობაზე დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მაცაცო ნარიმანიძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ინაშვილი და მისი მოადგილე ელგუჯა უნდილაშვილი, თანამშრომლებთან ერთად, სააგენტოს სამისამართო სამსახურის მენეჯერს გიორგი ტაბატაძეს შეხვდნენ.

    როგორც გიორგი ტაბატაძემ საუბრისას აღნიშნა, პროექტი განხორციელდება მუნიციპალიტეტის ყველა დასახლებულ პუნქტში, რის შედეგადაც, მოხდება უსახელო გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩების) სახელდება და ნუმერაცია სამუშაო ჯგუფის მიერ, ხოლო ერთობლივი მუშაობის შედეგები საჯარო რეესტრის ოფიციალურ ვებგვერდზე აისახება.

    შეხვედრის დასასრულს მხარეები მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.