• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    21
    სექტემბერი
    მიწის სისტემური რეგისტრაციის თაობაზე საჯარო რეესტრის წარმომადგენლებთან საინფორმაციო სახის შეხვედრა გაიმართა

    დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიაში მიწის სისტემური რეგისტრაციის თაობაზე საჯარო რეესტრის წარმომადგენლებთან საინფორმაციო სახის შეხვედრა გაიმართა.

    წარმომადგენელთა თქმით, მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ საქართველოს კანონის მიზანია, უზრუნველყოს იმ გამოწვევების და პრობლემების დაძლევა, რაც აქამდე მიწის ნაკვეთებზე უფლებათა რეგისტრაციის პროცესში არსებობდა.

    ამ ეტაპზე აღნიშნული პროცესი უკვე დაიწყო დუშეთის და მჭადიჯვრის ადმინისტრაციულ ერთეულებში და 2024 წლის ბოლომდე, ის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულს მოიცავს.

    შეხვედრას მერიის და საკრებულოს თანამშრომლებთან ერთად ესწრებოდა დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ოთარ ჩხეიძე.