• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    15
    მარტი
    მიმდინარე და განსახორციელებელ პროექტების თაობაზე სამუშაო შეხვედრა

    ✅დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა მანანა (მაცაცო) ნარიმანიძემ მოადგილეებთან ვასილ წიკლაურთან და ოთარ ჩხეიძესთან ერთად მუნიციპალიტეტში 2022 წელს მიმდინარე და განსახორციელებელ პროექტების თაობაზე ყოველკვირეული სამუშაო შეხვედრა გამართა მშენებლებთან და პროექტანტებთან.

    ➡️შეხვედრაზე განხილულ იქნა ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც დუშეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში რეგიონული განვითარების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტიდან და ,,სოფლის პროგრამის“ ფარგლებში დაფინანსდება. მერმა მშენებლებთან და პროექტანტებთან ერთად ისაუბრა მშენებლობებზე არსებული პრობლემური საკითხების აღმოფხვრაზე და გადაჭრის გზებზე.

    ▶️შეხვედრას კონტრაქტორი ფირმების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ სამშენებლო ზედამხედველობის კომპანიის "მშენ-ექსპერტის" და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები.