მაისი
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა მაცაცო ნარიმანიძემ ჩეხეთის რესპუბლიკის დელეგაციასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
საუბრის მთავარი თემა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჩეხეთის რესპუბლიკის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტებს შეეხებოდა.
პროექტის "არაგვის დაცული ლანდშაფტის მდგრადი მართვის" ეროვნულმა კოორდინატორმა კახა ბახტაძემ, ჩეხ ექსპერტებთან ერთად, ლანდშაფტში არსებულ სიტუაციაზე, უკვე განხორციელებულ ნაბიჯებსა და დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა.
ჩეხეთის კარიტასის პროექტის "გზა შინისაკენ" მენეჯერმა თამარ კუტანიძემ ხაზი გაუსვა დუშეთის შშმ პირთა პანსიონატის დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის მნიშვნელობას და შშმ პირების მცირე საოჯახო ტიპის სახლებში განთავსებას.
საქართველოში ჩეხეთის საელჩოს განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა იანა ზელინგეროვამ აქცენტი მუნიციპალიტეტში უსაფრთხო ტურიზმის განვითარების და ბრენდინგის მხარდაჭერაზე გააკეთა.
მაცაცო ნარიმანიძემ მადლობა გადაუხადა ჩეხეთის მხარეს მუნიციპალიტეტის განვითარების კუთხით შეტანილი წვლილისთვის და ყურადღება აქტიური თანამშრომლობის გაგრძელებაზე გაამახვილა.
შეხვედრის დასასრულს, მხარეები კოორდინირებულ აქტივობებზე შეთანხმდნენ.