• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    20
    დეკემბერი
    მაცაცო ნარიმანიძემ მონაწილეობა მიიღო ათეას ორგანიზებით გამართულ კონფერენციაზე

    დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა მაცაცო ნარიმანიძემ მონაწილეობა მიიღო საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ორგანიზებით გამართულ კონფერენციაზე მომხსენებლად.

    საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ორგანიზებით გამართულ საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის (BPP) მეხუთე ეროვნულ კონფერენციაზე 2022 წლის კონკურსში გამარჯვებული 10 მუნიციპალიტეტი დასახელდა.

    დაჯილდოების ცერემონიაზე, სპეციალური პრიზები და სიგელები დუშეთის, ხაშურის, ქუთაისის, ქედის, ფოთისა და ჩოხატაურის, ასევე, ბათუმის, ზუგდიდის, ონისა და სენაკის მუნიციპალიტეტებს გადაეცათ.

    კონფერენცია, რომელსაც ათეას აღმასრულებელი დირექტორი დავით მელუა უძღვებოდა, გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობით და ევროკავშირის (EU) და დანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით მოეწყო.

    ღონისძიებას საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, ასევე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის, გაეროს განვითარების პროგრამის საქართველოს ოფისის, სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო გაერთიანებების, მათ შორის ათეას პარტნიორი - გაეროს ბავშთა ფონდისა (UNICEF) და გაეროს ქალთა ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები და მუნიციპალიტეტების პირველი პირები ესწრებოდნენ.