• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    27
    ოქტომბერი
    მაცაცო ნარიმანიძე ესტონეთის საელჩოს და მცხეთა-მთიანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ინიციატივის (DMI) წარმომადგენლებს შეხვდა

    დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მაცაცო ნარიმანიძე ესტონეთის საელჩოს და მცხეთა-მთიანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ინიციატივის (DMI) წარმომადგენლებს შეხვდა.

    პეტერ პალსმა და ქეთევან აბაზაშვილმა ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მხარდაჭერილი პროექტის "ციფრული ტრანსფორმაციის პროექტი მცირე ბიზნესებისთვის მცხეთა-მთიანეთის მხარეში" შესახებ ისაუბრეს.

    DMI-ს წარმომადგენლების ანა ზვიადაურის და მარიამ სვანიძეს თქმით, აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს მდგრადი ტურიზმის ხელშეწყობას, კერძოდ მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ტურისტულ სექტორში მოქმედი მიკრო და მცირე ბიზნესების მხარდაჭერას და გაძლიერებას, მათ მიერ ვიზიტორებისთვის შეთავაზებული მომსახურებების გაციფრულების და ცნობადობის ამაღლების გზით.

    პროექტის ფარგლებში მოხდება ოცდაათამდე ტურისტული ბიზნესის შერჩევა მცხეთა-მთიანეთის მხარის ოთხი მუნიციპალიტეტიდან, რომლებიც გაივლიან ტრენინგებს სერვისების გაციფრულებაში, სოციალური მედიის და ონლაინ დაჯავშნის სისტემების მართვაში, რეკლამირებასა და სხვა შესაბამის უნარებში. ბენეფიციარების შერჩევის კრიტერიუმები ითვალისწინებს ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა ბიზნესის ზომა, მისი ზრდის პოტენციალი, გაციფრულების ამჟამინდელი დონე და გავლენა ადგილობრივ თემებზე.

    პროექტი სრულად მხარდაჭერილია ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ და გაგრძელდება 6 თვე.

    მაცაცო ნარიმანიძის განცხადებით, მუნიციპალიტეტის მერია მზადაა პროექტს მხარი დაუჭიროს და დონორებთან აქტიურად ითანამშრომლოს.