• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    13
    ნოემბერი
    მაცაცო ნარიმანიძე გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლებს შეხვდა

    დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მაცაცო ნარიმანიძე გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლებს შეხვდა.

    ორგანიზაციის ჯანდაცვის ოფიცერმა ნინო ძოწენიძემ და თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა ივანე ჩხაიძემ UNICEF-ის ახალ პროექტზე "ჰაერის ხარისხი და ბავშვის ჯანმრთელობა საქართველოს ბაღებში" ისაუბრეს.

    პროექტის ფარგლებში საპილოტედ შერჩეულია დუშეთის, რუსთავის, ჭიათურის და ფოთის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები. შერჩეულ ბაღებში განხორციელდება ბავშვთა რესპირატორული ჯანმრთელობის მონიტორინგი და აგრეთვე ჰაერის ხარისხზე 1 წლიანი დაკვირვება სპეციალური ხელსაწყოების საშუალებით.

    მაცაცო ნარიმანიძის თქმით, მუნიციპალიტეტის მერია ა(ა)იპ სკოლამდელი აღზრდის ცენტრთან ერთად მზადაა კოორდირებული თანამშრომლობისათვის.