მარტი
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მაცაცო ნარიმანიძე ახალგაზრდული საბჭოს წევრებს შეხვდა და მათთვის პრიორიტეტულ საკითხებზე, ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
ახალგაზრდებმა მუნიციპალიტეტის მერს მათთვის საინტერესო თემებზე დაუსვეს შეკითხვები, ხოლო მაცაცო ნარიმანიძემ მათ საკუთარი გამოცდილება გაუზიარა.
„ახალგაზრდობის ხელშეწყობა ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ შევქმენით ახალგაზრდული საბჭო და გავხსენით ახალგაზრდული სივრცე, სადაც გექნებათ იდეების გაცვლის შესაძლებლობა. მოახდენთ თვითრეალიზაციას. თქვენ მაქსიმალურად და აქტიურად უნდა იყოთ ჩართულნი მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროცესებში. ჩვენი მხრიდან კი თქვენს საინტერესო ინიციატივებს, იდეებს ყოველთვის ექნება მხარდაჭერა და ხელშეწყობა.“ - მიმართა საბჭოს წევრებს მაცაცო ნარიმანიძემ.
ასევე, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა აღნიშნა, რომ მსგავსი ხასიათის შეხვედრები აქტიურად გაიმართება.