• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    15
    თებერვალი
    მაცაცო ნარიმანიძე ა(ა)იპ "7x7 ფეხბურთის ასოციაციის" წარმომადგენლებს შეხვდა

    ⚽️დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მაცაცო ნარიმანიძე საკრებულოს სოციალურ, კულტურის და განათლების საკითხთა კომისიის თავმჯდომარესთან გიორგი ასლამაზიშვილთან და ფეხბურთელთა სამოყვარულო კლუბის "დუშეთი-კოსმოს" წარმომადგენელთან ჯემალ დამაცალაშვილთან ერთად, ა(ა)იპ "7x7 ფეხბურთის ასოციაციის" წარმომადგენლებს შეხვდა.

    ✅️შეხვედრაზე მხარეებმა ქალაქ დუშეთში არსებული თანამედროვე სტანდარტების მქონე სტადიონის შესახებ ისაუბრეს, რომლის მშენებლობაც 2022 წლის ბოლოს დასრულდა და უკვე მზადაა უმასპინძლოს "მასტერ ლიგის" ტურნირს.

    ⚽️შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ადგილობრივ ფეხბურთელთა სამოყვარულო კლუბი "დუშეთი-კოსმო" წარმატებულად მონაწილეობდა მასტერ-ლიგის ტურნირში და თამაში მე-4 ადგილით დაასრულა.

    ✅️შეხვედრის დასასრულს მასტერლიგის დამფუძნებელმა აკაკი ხლაბუსტოვმა დუშეთის მუნიციპალიტეტის მერს მადლობის სიგელი გადასცა აღნიშნულ ტურნირის მხარდაჭერისა და განვითარებისათვის.

    🔷️„ახალგაზრდებზე ზრუნვა და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია ჩვენს პრიორიტეტებს შორის უმთავრესია და სასიხარულოა, რომ ქალაქ დუშეთს, სტადიონის სახით, კიდევ ერთი სივრცე შეემატა, სადაც მსგავსი აქტივობების ჩატარებისათვის, ყველა პირობაა შექმნილი" - განაცხადა მაცაცო ნარიმანიძემ.