• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    9
    მაისი
    9 მაისს, ქალაქ დუშეთში, ფაშიზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავი აღინიშნა

    9 მაისს, ქალაქ დუშეთში, ფაშიზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავი აღინიშნა.

    დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა მაცაცო ნარიმანიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე კახაბერ ჩიტაურთან და მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძესთან ერთად ქალაქში მდებარე მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალი ყვავილების გვირგვინით შეამკო.

    მაცაცო ნარიმანიძემ საზოგადოებას 9 მაისის დღესასწაული მიულოცა და ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

    ღონისძიებაში, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ასევე მონაწილეობა მიიღეს მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა.

    საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარების სახით - 2000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები 1000 ლარს მიიღებენ.