• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    9
    მაისი
    9 მაისს დუშეთის მუნიციპალიტეტში  ფაშიზმზე გამარჯვების 78-ე წლისთავი ტრადიციული ღონისძიებით  აღინიშნა

    ღონისძიების ფარგლებში,  მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ, პირველმა მოადგილემ, გიორგი ჩიფჩიურმა და მუნიციპალიტეტის მერმა მაცაცო ნარიმანიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ დუშეთში არსებული მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. 

    "ჩვენს გმირ ვეტერანებს ვულოცავ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს და გამოვხატავ უდიდეს პატივისცემას მათ მიმართ. შეუფასებელია ის წვლილი, რომელიც  მეორე მსოფლიო ომის დასრულებაში შეიტანეს. მინდა, ეს დღე განსაკუთრებულად მივულოცო ქალბატონ მარიამ სალიაშვილს, რომელიც ამჟამად ერთადერთი ვეტერანია ჩვენს მუნიციპალიტეტში" - განაცხადა მაცაცო ნარიმანიძემ. 

    ღონისძიების ფარგლებში,  ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოს მიერ გაიმართა „ევროპის დღეებთან“ დაკავშირებით პრეზენტაცია, რომლის დასასრულს ჩატარდა კინოჩვენება „მე და ევროპა“. 

    🔷️ აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 78-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 1000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები - 500 ლარს მიიღებენ. 

    განკარგულებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა.