• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    5
    მარტი
    ლეგენდარული მსახიობი და საზოგადო მოღვაწე ელგუჯა ბურდული გარდაიცვალა

    დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ლეგენდარული მსახიობის და საზოგადო მოღვაწის ელგუჯა ბურდულის გარდაცვალების გამო.

    ელგუჯა ბურდულს ნათამაშები აქვს 80-მდე კინო-როლი, მათ შორის საზოგადოებისთვის ყველაზე საყვარელი გელა ექიმის პერსონაჟი თეიმურაზ ბაბლუანის ფილმიდან "უძინართა მზე".

    სწორედ საზოგადოების აღიარებასა და სიყვარულზე მეტყველებს მის მიერ შესრულებული როლების წარმატებები და პრიზები როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

    თუმცა ცოტამ თუ იცის რომ გარდა შემოქმედებითი საქმიანობისა, ელგუჯა ბურდული აგრეთვე გახლდათ ჯერ საზოგადოება "არაგველის", ხოლო შემდგომ დუშეთის მუნიციპალიტეტის V მოწვევის (2014-2017 წწ) საკრებულოს წევრი.

    სამძიმარს ვუცხადებთ ბატონი გუჯას ოჯახს, კოლეგებს, მეგობრებს, ახლობლებსა და სრულიად საქართველოს!